ირაკლი კობახიძე: ე.წ. პიჯაკების საქმეში არის უმძიმესი კორუფციული დანაშაულები

„თქვენ თუ ხვდებით, რა სისულელეებს ლაპარაკობს ეს კაცი?! ე.წ. პიჯაკების საქმეში არის უმძიმესი კორუფციული დანაშაულები”, – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ სასამართლო სხდომაზე დღეს გაკეთებულ განცხადებებს.

მისივე თქმით, სააკაშვილს უმძიმესი დანაშაულები აქვს ჩადენილი.

„თქვენ თუ ხვდებით, რა სისულელეებს ლაპარაკობს ეს კაცი?! ე.წ. პიჯაკების საქმეში არის უმძიმესი კორუფციული დანაშაულები. მათ შორის, დღეს საუბრობდა შვილთან დაკავშირებით და იმით დაასაბუთა კორუფციული სკანდალი შვილის დაფინანსებასთან დაკავშირებით, რომ მისი შვილი არის ნიჭიერი. ჩვენ ახლა შევაგროვებთ დეპუტატების ნიჭიერი ბავშვების სიას და დავაფინანსებთ სკოლის გადასახადს. სამარცხვინოა ეს ყველაფერი. მას უმძიმესი დანაშაულები აქვს ჩადენილი და მან პასუხი უნდა აგოს ამ დანაშაულებზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები