ნიკოლოზ სამხარაძემ როსარია პულიზთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან, როსარია პულიზთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა ნატო-საქართველოს შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს და საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის მუშაობა შეაჯამეს. შეხვედრისას, 1-ელ დეკემბერს გამართულ, რიგის მინისტერიალსა და იმ ძალიან ოპტიმისტურ განცხადებებზე ისაუბრეს, რომელიც სამიტზე გაკეთდა. მხარეებმა, ასევე, განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესები.

„დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ქალბატონ როსარიას საქართველოში მისი ძალიან ნაყოფიერი მუშაობისთვის. პირადად მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს ნატო-სთან დაახლოების პროცესში. მსურს, მას მომდევნო საქმიანობაში წარმატება ვუსურვო”, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები