ირაკლი კობახიძე – ოპოზიციაზე: არ აქვთ არაფრის რესურსი, ხელი მოეცარათ ყველაფერში – არჩევნებში, ქუჩაში

“ოპოზიცია თვითონაც კარგად ხედავს, რომ არაფრის რესურსი არ აქვს, რაც ადვილი პროგნოზირებადი იყო”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

აქედან გამომდინარე, კობახიძის თქმით, ოპოზიციის საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვა ლოგიკური იქნებოდა.

„არა აქვთ არაფრის რესურსი, მათ შორის, არც ქუჩის რესურსი და, აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, იცვლება მათი რიტორიკაც. ისინი ხედავენ, რომ ხელი მოეცარათ ყველაფერში – არჩევნებში, ქუჩაში. აქედან გამომდინარე, მათი მხრიდან ლოგიკური იქნებოდა საპარლამენტო მუშაობაში ჩართვა – ეს არის ჩვენი მოწოდება, თუმცა, ხედავენ, რომ ამის რესურსიც არ აქვთ. ამასაც სჭირდება თავისი რესურსი, მაგალითად, ინტელექტუალური და თქვენ იცით, როგორი ინტელექტუალური რესურსით გამოირჩევა „ნაცმოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქცია“, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები