რუსეთი ნატო-ს ევროპის უსაფრთხოების ახალ პაქტს შესთავაზებს, რომელიც აღმოსავლეთით მის გაფართოებას შეაჩერებს

რუსეთი ევროპული უსაფრთხოების პაქტის ახალ წინადადებას წამოაყენებს, რომელიც, როგორც მოსკოვში აცხადებენ, შეაჩერებს ნატო-ს აღმოსავლეთის შემდგომ გაფართოებას.

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სტოკჰოლმში ეუთო-ს მინისტერიალზე განაცხადა.

ლავროვმა განცხადება ამერიკელ კოლეგასთან, ენტონი ბლინკენთან შეხვედრამდე გააკეთა.

ეუთო-ს წევრი ქვეყნების მინსტრების წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს ლავროვმა თქვა, რომ ევროპა უბრუნდება „სამხედრო დაპირისპირების კოშმარს“ და გამოთქვა იმედი, რომ რუსეთის წინადადებები ევროპის უსაფრთხოების ახალი პაქტის შესახებ ყურადღებით იქნება განხილული.

„სტრატეგიული სტაბილურობის არქიტექტურა სწრაფად იშლება, ნატო უარს ამბობს, კონსტრუქციულად განიხილოს ჩვენი წინადადებები დაძაბულობის დეესკალაციისა და საშიში ინციდენტების თავიდან ასაცილებლად. პირიქით, ალიანსის სამხედრო ინფრასტრუქტურა უახლოვდება რუსეთის საზღვრებს. სამხედრო დაპირისპირების საშინელი სცენარი ბრუნდება“, – თქვა ლავროვმა.

მან ასევე განაცხადა, რომ მოსკოვი ვერ შეეგუება მის საზღვრებზე წარმოქმნილ ახალ სამხედრო საფრთხეებს.

„კატეგორიულად მიუღებელია ჩვენი მეზობელი ქვეყნების რუსეთთან დაპირისპირების პლაცდარმად გარდაქმნა და ნატო-ს ძალების განლაგება ჩვენი უსაფრთხოებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ზონებთან ახლოს“, – განაცხადა მან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები