რა უნდა ვიცოდეთ “ომიკრონზე” – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს
რა უნდა ვიცოდეთ კორონავირუსის ახალ შტამზე – “ომიკრონზე” – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
“SARS-CoV-2 ვირუსის ახალი შტამი B.1.1.529 პირველად სამხრეთ აფრიკაში 8 ნოემბერს აღებულ ნიმუშში გამოვლინდა.
იმ რეგიონში, სადაც დადგენილია მუტირებული შტამი, ჰოსპიტალიზაციის სიხშირე გაიზარდა 3-ჯერ, ხოლო ტესტირების დადებითობის მაჩვენებელმა 1%-დან 10.2%-ს მიაღწია. შტამის აღმოჩენას უკავშირდება დაინფიცირების რიცხვის მატება ახალგაზრდებში, განსაკუთრებით კი – სკოლის ასაკის მოზარდებში. მოსახლეობის აღნიშნული ნაწილი ყველაზე ნაკლებად აცრილია და სოციალურად მეტად აქტიური.
2 დეკემბრისთვის ,,ომიკრონის,, დადასტურებული შემთხვევები უკვე 27 ქვეყანაში დაფიქსირდა.
გადადების მომატებული უნარი, კრიტიკული მიმდინარეობა, მკვეთრად გაზრდილი რეინფიცირების რისკი – ამ და სხვა საფრთხეების გათვალისწინებით, რიგმა ქვეყნებმა არსებული რეგულაციები კიდევ უფრო გაამკაცრეს.
გაეცანით ,,ომიკრონის,, შესახებ დეტალურ ინფორმაციას ჩვენს ვებ გვერდზე https://bit.ly/3pmvqlL“, – ნათქვამია ინფორმაციაში.