ლავროვი: აღმოსავლეთით ნატო-ს გაფართოება რუსეთის ფუნდამენტურ ინტერესებზე ახდენს გავლენას

“ნატო-ს შემდგომი გაფართოება აღმოსავლეთით გავლენას მოახდენს რუსეთის უსაფრთხოების ფუნდამენტურ ინტერესებზე,” – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონის ბლინკენთან შეხვედრაზე.

„რასაც ყველა ამბობს ევროპაში დაძაბულობის ესკალაციაზე, კერძოდ, რუსეთ-უკრაინის საზღვარზე, თქვენ კარგად იცით ჩვენი დამოკიდებულება ამის მიმართ. ჩვენ, როგორც პრეზიდენტმა პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, არ გვინდა კონფლიქტები, მაგრამ თუ ჩვენი ნატო-ელი პარტნიორები აცხადებენ, რომ არავის აქვს უფლება, უკარნახოს ნატო-ში გაწევრიანების მსურველ ქვეყანას, შეუძლია თუ არა მას ამის გაკეთება, მაშინ ჩვენ მოგვყავს საერთაშორისო სამართლის დებულება, რომ უსაფრთხოების სფეროში ლეგიტიმური ინტერესების უზრუნველსაყოფად თითოეულ სახელმწიფოს აქვს უფლება, აირჩიოს თავისი გზები,“ – თქვა ლავროვმა.

“ევროპის აღმოსავლეთით ნატო-ს შემდგომი წინსვლა აუცილებლად აისახება ჩვენი უსაფრთხოების ფუნდამენტურ ინტერესებზე“, – დასძინა ლავროვმა.

ლავროვი და ბლინკენი ერთმანეთს სტოკჰოლმში, ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში შეხვდნენ. დიპლომატების საუბარი 40 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები