ჩავუშოღლუ: სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარების უპრეცედენტო შესაძლებლობებია

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, სამხრეთ კავკასიაში ამჟამად მშვიდობის დამყარების უპრეცედენტო შესაძლებლობებია.

ამის შესახებ თურქმა მინისტრმა სტოკჰოლმში ეუთო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა.

„ეუთო-ს, როგორც არასდროს, შეუძლია, მხარი დაუჭიროს მშვიდობას რეგიონში, 44-დღიანი(სომხეთ-აზერბაიჯანის) ომის შემდეგ შექმნილი ახალი რეალობის გათვალისწინებით“, – განაცხადა დიპლომატმა.

მისი თქმით, ეუთო-ს მინსკის ჯგუფს შეუძლია, თავისი წვლილი შეიტანოს სამხრეთ კავკასიაში ახალ რეალობაში და გამოიყენოს თავისი შესაძლებლობები მშვიდობისთვის.

ასევე, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა უსაფრთხოების გამოწვევებზე ეფექტური რეაგირების აუცილებლობას. ეუთო-ს ზონაში მთავარ პრობლემებად ჩავუშოღლუმ დაასახელა ტერორიზმი, ორგანიზებული დანაშაული, ქსონოფობია და უკანონო მიგრაცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები