ლადო კახაძე – მოგიწოდებთ, აიცერით, თორემ გადარჩენა გაგვიჭირდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლადო კახაძე მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

როგორც დეპუტატმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, კორონავირუსის სახით მტერთან საბრძოლველად ერთიანობა და აცრები აუცილებელია.

“მოგიწოდებთ, აიცერით, თორემ გადარჩენა გაგვიჭირდება. აიცერით, თორემ ხარჯს ვერ აუვალთ. აიცერით, თორემ საწოლები არ გვეყოფა, აიცერით, თორემ მთელი პარლამენტის სხდომები დათმობილი ექნება ერთმანეთთან კინკლაობას და საქმე ბოლომდე წარმატებული არ იქნება”, – განაცხადა ლადო კახაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები