თავდაცვის სამინისტრო: ვადასტურებთ, რომ აეროპორტის გზაზე ქალს სამინისტროს მანქანა დაეჯახა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ადასტურებენ, რომ აეროპორტის გზაზე 70 წლის ქალბატონს სამინისტროს მანქანა დაეჯახა. როგორც „კვირას“ სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა საინჟინრო ბრიგადის ავტომანქანა ვაზიანის ბაზაზე მიდიოდა. მათივე განცხადებით, დადგენილია, რომ ავტომანქანა 80 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა. საქმეს სამხედრო პოლიცია იძიებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 70 წლის ქალბატონს „პიკაპის“ ტიპის ავტომანქანა დაეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ავტომობილი თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის. 70 წლის ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. უწყების ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.