მიუნხენში, II მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი აფეთქდა – არიან დაშავებულები

გერმანიაში, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი აფეთქდა.

BBC-ის ცნობით, აფეთქება მიუნხენის რკინიგზის სადგურის სამშენებლო მოედანზე მოხდა, რა დროსაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

მეხანძრეების თქმით, აფეთქება დონერსბერგის ხიდდთან ბურღვითი სამუშაოების დროს მოხდა. შემთხვევის შედეგად, მიუნხენის ნაწილში სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერდა.

BBC-ის ინფორმაციით, მეორე მსოფლიო ომიდან შემორჩენილი აუფეთქებელი ბომბები გერმანიაში ხშირად ჩნდება, მას მასობრივი ევაკუაცია მოჰყვება ხოლმე, თუმცა ძირითადად, ექსპერტები ბომბის განმუხტვას მისი აფეთქების გარეშე ახერხებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები