საყურადღებო ინფორმაცია საფრანგეთში სწავლის მსურველთათვის

განათლების საერთაშორისო ცენტრი და ფრანგული ინსტიტუტი საქართველოში ავრცელებენ საყურადღებო ინფორმაციას საფრანგეთში სწავლის მსურველი ახალგაზრდებისთვის: 2021 წელს პირველად, საქართველო შეუერთდა ერთიან პლატფორმას “Etudes en France”-ს, რომლის საშუალებითაც კანდიდატები ელექტრონულად გააგზავნიან განაცხადებს ფრანგულ უმაღლეს სასწავლებლებში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, 2022-2023 სასწავლო წლისთვის, საფრანგეთის უმაღლეს სასწავლებლებში განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია. გასულ წლებთან შედარებით შეცვლილია უნივერსიტეტებში მიღების ვადები: ბაკალავრიატის პირველ კურსზე (Licence 1) და არქიტექტურის მიმართულებაზე, ე.წ . ,,თეთრი და ყვითელი დოსიეს” პროცედურაზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 2021 წლის 15 დეკემბერი; ხოლო სამაგისტრო და სხვა პროგრამებზე (Licence 2, Licence 3, Master 1 და Master 2) რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2022 წლის 17 იანვარი. დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: https://institutfrancais.ge/ka/about-us/events/-swavla-safrangetshi-registracia-dawyebulia-/?fbclid=IwAR0k-nQDBV1zkmlaOuyMuKEFfGhUfQURAWguoHitqR-jOcThQQZdvesvpXY

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები