საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინსტრუქტორებს გადამზადების კურსი უტარდებათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე ქართველი ინსტრუქტორებისთვის გადამზადების ხუთდღიანი კურსი დაიწყო. სწავლებას, რომელშიც მონაწილეობას სულ სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის და შსს აკადემიის 18 თანამშრომელი იღებს, ვარშავის სახანძრო სამსახურის მთავარი სკოლის ინსტრუქტორთა ჯგუფი უძღვება.

კურსის ფარგლებში, ქართველი მეხანძრე-მაშველები სწავლებას გაივლიან მრავალფუნქციური სახანძრო-სამაშველო სიმულატორის გამოყენებით, გარდა ამისა, კვალიფიკაციას აიმაღლებენ სამაშველო ოპერაციის დროს პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის და საავარიო-სამაშველო ოპერაციების ჩატარების მიმართულებით.

სწავლება მიმდინარე წელს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და ვარშავის სახანძრო სამსახურის მთავარ სკოლას შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში ტარდება. პროგრამა, რომლის სახელწოდებაა “ქართველი პირველი მორეაგირეების მზადყოფნისა და რეაგირების შესაძლებლობების გაძლიერება სახანძრო სამაშველო ტრენინგ ცენტრის ჩამოყალიბების მეშვეობით”, მოიცავს როგორც სხვადასხვა სახის სწავლებების ჩატარებას, ასევე, ქართული მხარისთვის სპეციალური აღჭურვილობის გადაცემას.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ვარშავის სახანძრო სამსახურის მთავარ სკოლასთან აქტიურად თანამშრომლობს, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ქართველი მეხანძრე-მაშველების მომზადების დონეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები