ლუკაშენკო: “დიდი პოლიტიკიდან” წასვლას არ ვაპირებ

 

ბელორუსის ლიდერი, ალექსანდრე ლუკაშენკო “დიდი პოლიტიკიდან” წასვლას არ აპირებს.

ამის შესახებ მან “რია ნოვოსტი”-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, როგორ ისურვებდა ისტორიაში შესვლას, ლუკაშენკომ თქვა, რომ ამაზე არ უფიქრია.

“პატიოსნად, გეფიცებით! არ ვფიქრობ ამაზე, რადგან არ ვაპირებ დიდი პოლიტიკის დატოვებას, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, ძალიან რთულია”, – განაცხადა მან და დასძინა, რომ სურს იყოს “ამ სახელმწიფოს შემოქმედი”.

ამასთან, მან თქვა, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია მიიღებს თუ არა მონაწილეობას მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში, რადგან ეს დამოკიდებულია ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები