სააკაშვილი გორის ჰოსპიტალიდან საქალაქო სასამართლოში მიიყვანეს

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს. რაც იმას ნიშნავს, რომ პროცესი მალე დაიწყება.

სასამართლო დღეს დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას განიხილავს.

ამავე საქმეზე, ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, თემურ ჯანაშიაც.

საქმეს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი განიხილავს.

სასამართლო პროცესის პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობა“ საპროტესტო აქციას გეგმავს. მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის მხარდამჭერები და “ნაციონალური მოძრაობის” წევრები დილიდან, საქალაქო სასამართლოსთან იკრიბებიან.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები