საქართველოში კორონავირუსს კიდევ 72 პაციენტი ემსხვერპლა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 72 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ამავე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსი 3 731 პირს დაუდასტურდა, 4 295 პაციენტი გამოჯანმრთელდა.