საქართველოში კორონავირუსის 3 731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 295 პაციენტი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 295 მოქალაქე. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

მათივე ცნობით, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 72 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 50 626 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 31 151, „პისიარ“ ტესტით – 19 475.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები