Meta-მ (Facebook) ბელორუსულ სპეცსამსახურებთან კავშირში მყოფი 40-ზე მეტი ანგარიში გააუქმა
კომპანია Meta-მ (Facebook) ნოემბერში 40-ზე მეტი ბელორუსული, ხოლო 30-მდე პოლონური ყალბი ანგარიში გააუქმა. ამის მთავარი მიზეზი იყო, ამ გვერდების მიერ ორი სახელმწიფოს საზღვარზე მიგრაციულ კრიზისთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელება.
Meta-ს ცნობით, ბელორუსული ანგარიშების ავტორები თავს ჟურნალისტებად და აქტივისტებად ასაღებდნენ.
სულ წაიშალა 41 ბელორუსული ანგარიში “ფეისბუქიდან” და 5 “ინსტაგრამიდან”. კომპანია მათ შექმნას ბელორუსის სპეცსამსახურებს უკავშირებს.
“ფიქტიური პირები აქვეიყნებდნენ პოლონეთის კრიტიკას ინგლისურ, პოლონურ და ქურთულ ენებზე, მათ შორის ავრცელებდნენ ფოტოებს და ვიდეოებს პოლონელი მესაზღვრეების შესახებ, რომლებიც, თითქოსდა არღვევდნენ მიგრანტების უფლებებს. სანდოობის დასამატებლად, ზოგიერთი ანგარიშის მფლობელი, სავარაუდოდ იყენებდა deepfake-ის ტექნოლოგიას პროფილის სურათის შესაქმნელად”, – ნათქვამია Met-ს ყოველთვიურ ანგარიშში.
გარდა ამისა, “მეტამ” წაშალა პოლონეთში შექმნილი 31 “ფეისბუქის” ანგარიში და ოთხი “ინსტაგრამის” გვერდი.