საქალაქო სასამართლოსთან სააკაშვილის მხარდამჭერები იკრიბებიან – მობილიზებულია პოლიცია

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე პროცესია ჩანიშნული, მისი მხარდამჭერები და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები იკრიბებიან.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
სამართალდამცველები იცავენ როგორც სასამართლო შენობის წინა, ისე გვერდითა შესასვლელს.
რაც შეეხება პროცესის გაშუქების საკითხს, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სასამართლო სხდომის მიმდინარეობას მხოლოდ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ გააშუქებს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმე განიხილება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები