კიევის ცენტრში, გვიან ღამით, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პოლიტიკის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა, რომელშიც, ადგილობრივი მედიის დათვლით, 2 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა.
თავდაპირველად, აქციის მონაწილეები მაიდანზე შეიკრიბნენ, შემდეგ მათმა ნაწილმა პრეზიდენტის ოფისისკენ მოაწყო მსვლელობა, შემდეგ კი უზენაესი სასამართლოსკენ გაემართნებ.
შეკრებილები სკანდირებდნენ: “ზელენსკი – წადი!” და “ერმაკი – მოშორდი!” (ანდრეი ერმაკი ზელენსკის აპარატის უფროსია). აქციის მონაწილეებს ეჭირათ უკრაინის დროშები, პარტიებისა და ორგანიზაციების დროშები, ასევე პლაკატები წარწერით – “გაეთრიე აქედან”, “უკრაინა არ მოითმენს ღალატს” .
აქტივისტები ითხოვდნენ ვოლოდიმირ ზელენსკის გადადგომას, მისი ოფისის ხელმძღვანელის გადაყენებას. ასევე, ვადამდელი საპარლამეტო არჩევნების დანიშვნას.
ღონისძიებამ მშვიდობიანად ჩაიარა, თუმცა ორგანიზატორებმა დააანონსეს მსგავსი აქციების გამართვა.