ავსტრია „ლოკდაუნის“ ვადებს ახანგრძლივებს

ავსტრიამ „ლოკდაუნის“ ვადები 11 დეკემბრამდე გაახანგრძლივა. მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, „ლოკდაუნის“ ფონზე ინფიცირების მაჩვენებელში დადებითი ასპექტები უკვე შესამჩნევია, რის გამოც „ლოკდაუნი“ გახანგრძლივდება.

გახანგრძლივებული „ლოკდაუნის“ პირობებში ჰიპერმარკეტები საღამოს 9 საათამდე მუშაობდნენ, ხოლო, ახალი გადაწყვეტილების თანახმად, პირველადი მოხმარების საცალო ვაჭრობის ობიექტები 9 საათის ნაცვლად საღამოს 7 საათზე დაიკეტება.

შეგახსენებთ, რომ „ლოკდაუნი“ ავსტრიაში 22 ნოემბერს გამოცხადდა, რითაც პირველი ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდა, სადაც მსგავსი მკაცრი რეგულაცია შევიდა ძალაში.
ასევე, ქვეყნის კანცლერის, ალექსანდერ შალენბერგის განცხადებით, მოსახლეობისთვის ვაქცინაცია სავალდებულო 1 თებერვლიდან გახდება.

შეგახსენებთ, რომ მოქმედმა მთავრობამ ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლის გამო, კოვიდრეგულაციები ქვეყანაში შესვლის მსურველთათვის გაამკაცრა, მათ საზღვრის გადაკვეთისას მხოლოდ „პისიარტესტირების“ ნეგატიური პასუხის წარდგენის შემთხვევაში შეეძლებათ ქვეყანაში შესვლა. რეგულაციების გამკაცრებამდე, საზღვრის კვეთისას სავალდებულო მხოლოდ სწრაფი ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენა იყო.

წყარო: https://www.euronews.com/2021/12/01/covid-19-spike-felt-across-europe-as-vaccination-remains-stagnant

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები