ურსულა ფონ დერ ლაიენი -„ვაქცინების ადმინისტრირება ადეკვატურად უნდა მოხდეს ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად“

ევროკავშირის აღმასრულებელი რგოლის წარმომადგენლების განცხადებით, ევროკავშირის ყველა ქვეყანამ დღის წესრიგში უნდა დააყენოს სავალდებულო იმუნიზაციის საკითხი, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ დრომდე აცხადებს უარს იმუნიზაციაზე.
ევროკომისიის თავმჯდომარის, ურსულა ფონ დერ ლეინის განცხადებით, აღნიშნული მოწოდება ევროკავშირის ყველა წევრმა ქვეყანამ უნდა გაითვალისწინოს და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები.

იქიდან გამომდინარე, რომ ევროკავშირის ქვეყნებში მოსახლეობის საშუალოდ 66 პროცენტია ვაქცინირებული, მთავრობებს კვლავ მკაცრი რეგულაციების დაწესება მოუხდათ, უჩვეულოდ მაღალი ინფიცირების მაჩვენებლის შესამცირებლად.

„2-3 წლის წინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ მსგავსი სურათის ხილვა ოდესმე მომიწევდა. ვართ პანდემიის რეჟიმში, გვაქვს ვაქცინა, რომელმაც შესაძლოა, ადამიანის სიცოცხლე იხსნას, თუმცა მათი ადმინისტრირება ადეკვატურად არ ხდება, რაც ბევრი სიცოცხლის ფასად გვიჯდება. ევროპის ერთი მესამედი არაა ვაქცინირებული, ეს კი 150 მილიონი ადამიანია“,- განაცხადა ურსულა ფონ დერ ლეინმა.

ურსულა ფონ დერ ლეინმა ასევე აღნიშნა, რომ არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია სავალდებულო ვაქცინაციის შემოღებაზე დისკუსიების დაწყება.

წყარო: https://www.euronews.com/2021/12/01/eu-should-consider-mandatory-vaccination-says-von-der-leyen

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები