2-11 დეკემბერს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში აბსტრაქციონისტი მხატვრის, უშანგი ხუმარაშვილის გამოფენა მოეწყობა

2-11 დეკემბერს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში, აბსტრაქციონისტი მხატვრის, უშანგი ხუმარაშვილის (უშანგი ხუმა) გამოფენას „ენიგმა”, მოეწყობა.

თბილისის ისტორიის მუზეუმის ინფორმაციით,  ხელოვანი საზოგადოების წინაშე პირველად წარსდგება როგორც ფოტოგრაფი.

ცნობისთვის, უშანგი ხუმარაშვილი სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე, 1967-1973 წლებში. მუშაობდა თელავის დრამატულ თეატრში. 1970-იანი წლებიდან მონაწილეობს გამოფენებში. მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენა 1994 წელს სურათების ეროვნულ გალერეაში შედგა. მხატვარი არაერთი საერთაშორისო პროექტის, ფესტივალისა და ბიენალეს მონაწილეა. ჯგუფური გამოფენებიდან, მნიშვნელოვანია „შეხვედრა ფიროსმანთან” (თანამედროვე გერმანელ მხატვრებთან ერთად), თბილისის ისტორიის მუზეუმი, 2006; საერთაშორისო ბიენალე, განჯა, აზერბაიჯანი, 2006; “N” გალერეა, თბილისი 1998; საერთაშორისო ბიენალე „ჩრდილში”, თბილისი 1996.

უშანგი ხუმარაშვილის ნამუშევრები ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, კერძო კოლექციებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები