თბილისის საქალაქო სასამართლომ ბესიკ თამლიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
მოსამართლის გადაწყვეტილებით, 29 ნოემბერს საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე დაკავებულ ბესიკ თამლიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
მისი ადვოკატის, თეონა ქორიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პროტესტის ნიშნად შიმშილობას აპირებს.
მისივე თქმით, შემდეგი პროცესი 27 იანვარს ჩაინიშნა, შესაბამისად უცნობია თუ როგორი იქნება ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
,,სამწუხაროდ, მოსამართლემ ჩვენს მიერ შეთავაზებული გირაო არ დააკმაყოფილა. მას არ ჰქონდა არანაირი საფუძველი, რომ არ დაეკმაყოფილებინა. პროკურორის განცხადებით, ეს იყო განმეორებითი, მსგავსი დანაშაული და გირაოს დარღვევა. ჰიმნის სიმღერის და დროშის ფრიალით არ მგონია ირღვეოდეს გირაოს პრინციპები, ბესიკ თამლიანი გახდა თავისუფალი აზრის გამოხატვის მსხვერპლი. თუ საქართველოში პირი გამოხატავს თავისუფალ აზრს და ეს ოდნავ ხმამაღლა გამოგივიდა, აუცილებლად სამართალდამცველების ტყვე უნდა იყო. იმედს ვიტოვებთ, რომ მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე ნამდვილად დადასტურდება მისი უდანაშაულობა.
ბესიკ თამლიანმა თქვა, რომ პროტესტის სახით შიმშილობას აპირებს. 27 იანვარს ჩაინიშნა შემდეგი პროცესი და არ ვიცი როგორი სიტუაცია იქნება. არაფრის გამო ადამიანი უნდა იჯდეს და ელოდოს რა გადაწყვეტილებას მიიღებენ”, – აღნიშნა თეონა ქორიძემ.