გიორგი ღიბრაძე – ახალი წლისთვისაც გარკვეული მზადება და კომუნიკაცია ბიზნესთან არის, რათა მაქსიმალურად უზრუნველვყოთ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის კონტროლი და მივცეთ საშუალება, მათ შორის, გასართობ ბიზნესს, საახალწლოდ გარკვეული ღონისძიებები ჩაატაროს

არავის თვითმიზანი არ არის რეგულაციებისა და შეზღუდვების არსებობა და შემოღება, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

მან საახალწლო ღონისძიებებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებითაც ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.

„არავის თვითმიზანი არ არის რეგულაციებისა და შეზღუდვების არსებობა და შემოღება. მთავარი მიზანია, რომ რაც შეიძლება მალე დავძლიოთ პანდემია, რაც შეიძლება მალე გავხსნათ ეკონომიკა ბოლომდე და ქვეყანას ნორმალური განვითარების საშუალება მივცეთ. შესაბამისად, ახალი წლისთვისაც გარკვეული მზადება და კომუნიკაცია ბიზნესთან არის, იმისთვის, რომ ერთის მხრივ, მაქსიმალურად უზრუნველვყოთ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის კონტროლი და მეორეს მხრივ, მივცეთ საშუალება, მათ შორის, გასართობ ბიზნესს, რომ საახალწლოდ გარკვეული ღონისძიებები ჩაატაროს”, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები