სტოლტენბერგი: ნატო-სთვის მიუღებელია აზრიც კი, რომ რუსეთს შეიძლება, გავლენის სფერო გააჩნდეს

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსს მიუღებლად მიაჩნია თუნდაც აზრი, რომ რუსეთს შესაძლოა, ჰქონდეს საკუთარი გავლენის სფერო, რადგან ყველა მისი მეზობელი სუვერენული სახელმწიფოა.

ამის შესახებ მან რიგაში მინისტერიალის დასრულების შეჯამების დროს პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კითხვაზე, ხომ არ იჭრება ალიანსი რუსეთის ისტორიულად გავლენის სფეროში, სტოლტენბერგი ამბობს, რომ „კითხვის ფორმულირებაც ასახავს იმ თეზისს, რომელიც უნდა იწვევდეს ჩვენს სიფხიზლეს და რომელიც მიუღებელია”.

“ეს არის თეზისი, რომ რუსეთს აქვს ინტერესთა სფერო. ეს ნიშნავს ფაქტობრივ აღიარებას, რომ რუსეთს შეუძლია, გააკონტროლოს ის, რასაც მისი მეზობლები აკეთებენ, რომლებიც სუვერენული სახელმწიფოები არიან“, – განმარტა სტოლტენბერგმა.

ამასთან,მან აღნიშნა, რომ „კოლექტიური უსაფრთხოების პრინციპი ვრცელდება მხოლოდ ნატო-ს წევრ ქვეყნებზე“, ხოლო ორგანიზაციის პარტნიორებს, მაგალითად კიევს, მხოლოდ ალიანსის მხარდაჭერის იმედი შეიძლება, ჰქონდეთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები