ეკა ხერხეულიძე: მიხეილ სააკაშვილი აქტიურად ემზადება ხვალინდელი პროცესისთვის
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ეკა ხერხეულიძის განცხადებით, ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელი სასამართლო პროცესისთვის აქტიურად ემზადება.
მისივე თქმით, სააკაშვილი თვლის, რომ მნიშვნელოვანია, სასამართლო პროცესს თითოეული მედიიდან ერთი წარმომადგენელი მაინც დაესწროს.
„მიხეილ სააკაშვილი აქტიურად ემზადება ხვალინდელი პროცესისთვის. ახლაც მუშა პროცესში იყო, ეცნობოდა ხვალინდელი პროცესის დეტალებს. გზავნილი აქვს ჟურნალისტებთან, ის თავის მეგობრებს და ახლობლებს, მიუხედავად იმისა, რომ მათი ნახვა ძალიან უხარია პროცესზე, თვლის, რომ ძალიან კარგი იქნებოდა, ადამიანები, რომელსაც ყოველდღიურად გიწევთ მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ პროცესების გაშუქება, პოზიტიურად თუ ნეგატიურად, არ აქვს მნიშვნელობა, მედიის ყველა წარმომადგენელს მიეცეს საშუალება, თითო წარმომადგენლით დაესწრონ სხდომათა დარბაზში. გასაგებია, რომ ყველა კამერა ვერ შევა, აქ საუბარია მედიის წარმომადგენლებზე“, – განაცხადა ხერხეულიძემ.