ანრი ოხანაშვილი: საჭიროა მოსამართლეთა გამწესება, რათა მართლმსაჯულება არ შეფერხდეს

“ჩვენ ორიენტირებული ვართ იმაზე, რომ საქართველოში სწრაფი მართლმსაჯულება ხორციელდებოდეს, რაც სასამართლო სისტემისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საჭიროა მოსამართლეთა გამწესება, რათა მართლმსაჯულება არ შეფერხდეს.

“ჩვენ ორიენტირებულები ვართ იმაზე, რომ საქართველოში სწრაფი მართლმსაჯულება ხორციელდებოდეს, რაც სასამართლო სისტემისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ამიტომ, საჭიროა მოსამართლეთა გამწესება, რათა მართლმსაჯულება არ შეფერხდეს. ასევე, არ ვაპირებთ, დაველოდოთ, როდის გადაწყვეტს „ნაციონალური მოძრაობა“ და როდის მობრძანდება. მით უფრო არ ვაპირებთ, რომ მოსამართლეთა არჩევის საკითხი მათთან უნდა შევათანხმოთ. აქედან გამომდინარე, სავსებით გაუგებარია, რომელ არალეგიტიმურობაზეა საუბარი“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები