საქსტატი: საქართველოში გამოკითხული 1600-ზე მეტი ადამიანიდან, 3% საერთოდ არ წუხს, რომ ის ან მისი ოჯახის წევრი Covid-19-ისგან შესაძლოა, მძიმედ ავად გახდეს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ოჯახებისა და ბავშვების კეთილდღეობაზე COVID-19-ის გავლენის რეალურ დროში გამოკვლევა ჩაატარა.
გამოკითხულმა 1662-მა მოქალაქემ შეკითხვაზე, არიან თუ არა შეწუხებულნი, რომ თავად ან თავიანთი ოჯახის წევრი შეიძლება, კორონავირუსისგან მძიმედ დაავადდნენ, შემდეგი პასუხები გასცა:

რესპონდენტების 46.6% პასუხობს, რომ ძალიან შეწუხებულია; 36.3% — შეწუხებულია ზომიერად; 9.2% — მეტ-ნაკლებად; 3.3% — უმნიშვნელოდ; ხოლო 3.0% საერთოდ არ არის შეწუხებული.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ოჯახებისა და ბავშვების კეთილდღეობაზე COVID-19-ის გავლენის რეალურ დროში გამოკვლევას გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით ატარებს. გამოკვლევის მეხუთე ტალღის კითხვარით გათვალისწინებული მონაცემები შეგროვდა 2021 წლის ოქტომბერში.

ანალოგიური კვლევა მიმდინარე წლის მაისსა და ივნისშიც ჩატარდა. მაშინ 1700-მდე ადამიანი გამოკითხეს, საიდანაც 7%-ის თქმით, საერთოდ არ წუხს, რომ შეიძლება, თავად ან თავისი ოჯახის წევრი COVID-19-ით მძიმედ დაავადდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები