დღეიდან გრიპის საწინააღმდეგო აცრა ყველა რისკჯგუფისთვის უფასო გახდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის თქმით, გრიპის საწინააღმდეგო აცრა ყველა რისკჯგუფისთვის დღეიდან უფასოა.

“დღეიდან გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა რისკჯგუფებისთვის უფასო გახლავთ, დავაკვირდებით ორი კვირა და თუ ვნახავთ, რომ არ იქნება დიდი აქტიურობა, შესაძლებელია, ისევ ერთი ან ორი დღე გამოცხადდეს თავისუფალი აცრები ყველასთვის.

რადგან მომართვიანობა არ იყო დიდი და მოთხოვნილება იყო, გადავწყვიტეთ, ერთი კვირის განმავლობაში გრიპზე ვაქცინაცია ყველასთვის გაგვეხსნა. დიდი მოთხოვნა იყო მხოლოდ თბილისში, დღეიდან დავუბრუნდით იმ რეჟიმს, სადაც გრიპის ვაქცინა უფასო მხოლოდ რისკჯგუფებისთვისაა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები