საქართველოს საელჩომ ამერიკაში მისამართი შეიცვალა

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალ შენობაში გადავიდა. ახალი საელჩო ვაშინგტონში – 1824 R Street, NW, Washington, DC-ზე მდებარეობს.
საქართველოს მთავრობამ 2014 წლეს ვაშინგტონში ოფიციალურად შეიძინა ახალი შენობა, რომელიც საქართველოს საკუთრებაში გადაეცა და იქ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩო განლაგდა. საელჩოს ახალი რეზიდენცია თებერვალის თვეში პრემიერ- მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ და აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არჩილ გეგეშიძემ ოფიციალურად გახსნეს. საელჩოს ახალ შენობაშია განლაგებული ასევე საქართველოს საკონსულო ამერიკის შეერთებულ შტატებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები