ლავროვი ლუკაშენკოს მიერ ყირიმის შესაძლო აღიარებას გამოეხმაურა

“ბელორუსს არ სჭირდება რაიმე სპეციალური კანონის მიღება, რომ ყირიმი რუსეთად აღიაროს”, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადების კომენტირებისას.

როგორც ალექსანდრე ლუკაშენკომ რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, ყველასთვის ცნობილი იყო, რომ ყირიმის ნახევარკუნძული დე ფაქტო რუსეთის იყო და 2014 წლის რეფერენდუმის შემდეგ ის რუსული დე იურე გახდა. ასევე, ბელორუსის ლიდერმა ყირიმში ჩასვლის სურვილი გამოთქვა და დასძინა, რომ შესაძლოა, ბელორუსულმა ავიაკომპანია “ბელავიამ” ნახევარკუნძულზე ფრენები დაიწყოს.

”ამისთვის არაფრის გაკეთება საჭირო არ არის, არავითარი კანონის მიღება არ არის აუცილებელი. თუ ვინმესთვის ბოლომდე არ იყო ეს ცხადი, პრეზიდენტმა ლუკაშენკომ მკაფიოდ განმარტა, რომ ყირიმი რუსეთის ნაწილია დე ფაქტო და დე იურე. დე ფაქტო ეს ასე ყოველთვის იყო, ხოლო დე იურე ის 2014 წლის რეფერენდუმის შემდეგ გახდა”, – განუცხადა ლავროვმა ფედერაციის საბჭოში ჟურნალისტებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები