ლავროვი დასავლეთს ბელორუსში რუსეთის ბირთვული იარაღის განთავსებით დაემუქრა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ბელორუსის ლიდერის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ბელორუსის პირველი პირი ამბობს, რომ მინსკი კრემლს ქვეყანაში ბირთვული იარაღის განთავსებას შესთავაზებს.

ლავროვის თქმით, ლუკაშენკოს ეს განცხადება დასავლეთმა გაფრთხილებად უნდა მიიღოს.

“მე ამ განცხადებას მივიღებდი, როგორც ძალიან სერიოზულ გაფრთხილებას, რაც ნაკარნახევია, პირველ ყოვლისა, დასავლეთის მიერ გატარებული უგუნური პოლიტიკით“, – განაცხადა ლავროვმა ფედერაციის საბჭოში გამოსვლის დროს.

ლუკაშენკომ “რია ნოვოსტი”-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთს შესთავაზებს, საკუთარ ტერიტორიაზე ბირთვული იარაღი განათავსოს, თუ ნატო ანალოგიურ ნაბიჯზე წავა პოლონეთში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები