“სტოლტენბერგმა თქვა, რომ თუ გერმანიას არ სურს, “ბირთვულ იარაღს აღმოსავლეთში გადავიტანთ” – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ გერმანიაში განთავსებული ბირთვული იარაღი ევროპის დასავლეთში შეიძლება, იყოს გადატანილი.

ლავროვის თქმით, გერმანიაში სამთავრობო კოალიციის ფორმირების პროცესში, პრესაში გაჟონა კოალიციის ცალკეული წევრების განცხადებებმა, რომლებიც „ემხრობოდნენ მთავრობის პროგრამაში ქვეყნის ტერიტორიიდან ბირთვული იარაღის გატანის მოთხოვნის ჩართვას“.

“და მაშინ, როდესაც ეს ჯერ არ იყო საბოლოოდ გადაწყვეტილი, ბატონმა სტოლტენბერგმა თქვა, რომ თუ გერმანიას არ სურს, “მაშინ ბირთვულ იარაღს აღმოსავლეთში გადავიტანთ”. კიდევ როგორ უნდა ავუხსნათ ჩვენს დასავლელ კოლეგებს, რომ ასეთი, რბილად რომ ვთქვათ, უგუნებობა შეჩერდეს?“, – განაცხადა ლავროვმა.

მისივე თქმით, ახლა, როგორც ჩანს, “რაღაც აიძულებს სტოლტენბერგს, იყოს ზედმეტად აგრესიული”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები