“ოპტიმიზმის საფუძველი არსებობს, არის ნიშნები, რომ „ბუსტერდოზა“ ადამიანს „ომიკრონისგან“ იცავს” – ისრაელის ჯანდაცვის მინისტრი

“არის ნიშნები, რომ „ბუსტერდოზით“ აცრილი ადამიანები „ომიკრონისგან“ დაცულები არიან”, – CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ისრაელის ჯანდაცვის მინისტრმა, ნიცან ჰოროვიცმა განაცხადა.
„უახლოეს დღეებში „ომიკრონის“ წინააღმდეგ ვაქცინების ეფექტიანობაზე უფრო ზუსტი ინფორმაცია გვექნება, თუმცა, უკვე არის ოპტიმიზმის საფუძველი და პირველადი მინიშნებები, რომ ვაქცინები მუშაობს და „ბუსტერით“ ვაქცინირებული ადამიანი კიდევ უფრო დაცულია ახალი შტამისგან“, – განაცხადა ჰოროვიცმა.
„ბუსტერის“ მიღება ისრაელში 16 წლიდან ზემოთ ყველა მოქალაქეს შეუძლია. ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულად მიიჩნევა ის, ვისაც სამივე დოზა მიღებული აქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები