სამხრეთ კორეაში კოვიდინფიცირების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

A healthcare worker prepares to administer a Covid-19 test at a temporary testing site outside Seoul Station in Seoul, South Korea, on Tuesday, Nov. 30, 2021. Amid the increase in critically-ill patients and concerns about the new variant, the country plans to roll out booster shots more quickly. Photographer: SeongJoon Cho/Bloomberg via Getty Images

სამხრეთ კორეაში გასული დღე-ღამის მანძილზე კოვიდინფიცირების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. მონაცემები დღეს დილით სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლის სააგენტომ გაასაჯაროვა.
ქვეყნის მასშტაბით ინფიცირების შემთხვევებმა 5000-ს გადააჭარბა.

სამხრეთ კორეის სახელმწიფოში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე,  ინფიცირების 452,350  შემთხვევაა აღრიცხული. გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების შედეგად გარდაცვლილთა სტატისტიკა 34 შემთხვევით გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კორეაში პანდემიის დაწყებიდან, მსოფლიოს სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ინფიცირების შედარებით დაბალი  მაჩვენებელი ფიქსირდებოდა.
მოსახლეობის 82,9 პროცენტს მიღებული აქვს ვაქცინის ერთი დოზა, ხოლო 79,9% სრულად ვაქცინირებულია.

სწორედ მაღალი იმუიზაციის მაჩვენებლის გამო ახერხებდა ქვეყანა კოვიდინფიცირების დაბალი სტატისტიკის შენარჩუნებას, რაც ბოლო ერთ კვირაა, შეიცვალა.
დაავადებათა კონტროლის სააგენტოს განცხადებით, უწყება მინიმუმ ორ საეჭვო შემთხვევას იკვლევს „ომიკრონის“ შტამით ინფიცირებასთან დაკავშირებით, კვლევის საბოლოო პასუხები დღეს გახდება ცნობილი.

სამხრეთ კორეის ჯანდაცვის მინისტრის ინიციატივით, ქვეყნის დაავადებათა კონტროლის სააგენტოს წარმომადგენლების ჩართულობით, იგეგმება სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნა „ომიკრონის“ ახალი შტამის გავრცელების პრევენციისთვის.

წყარო: https://edition.cnn.com/world/live-news/omicron-covid-19-variant-12-01-21/h_352c2f4f7e3c92d543c8f8407bf555ea

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები