ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა თამბაქოს კონტროლის კიდევ უფრო გამკაცრებას მხარი დაუჭირა

????????????????????????????????????

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით „თამბაქოს კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” კანონპროექტები პირველი მოსმენით, ზოგადი პრინციპების დონეზე განიხილა და მხარი დაუჭირა.

კანონპროექტების ერთ-ერთი ინიციატორის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ვლადიმერ კახაძის განცხადებით, მოქმედი კანონის აღსრულების პროცესში გამოიკვეთა საკითხები, რომლებიც ახლებურ სამართლებრივ რეგულირებას საჭიროებენ და სწორედ ამის გათვალისწინებით მომზადდა ცვლილებები კანონში.

მისივე ინფორმაციით, ცვლილებების მიხედვით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სადაც თამბაქოს მოწევა აკრძალულია, ემატება ასევე ტაქსი და სანაოსნო საშუალებები.

„ცვლილებების თანახმად, თამბაქოს მოწევა ასევე აკრძალული იქნება საკუთრებაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში (ავტომობილში), რომლითაც ხდება არასრულწლოვანის გადაყვანა.

მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც. მათ შორის, იზრდება ჯარიმა თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციისათვის საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე 50 მეტრის რადიუსში, ხოლო ქმედების განმეორებითი ჩადენისთვის ჯარიმა ორმაგდება და 1000 ლარი იქნება. სანქციებს დაექვემდებარება ინტერნეტში თამბაქოს რეკლამაც.”, – განაცხადა ვლადიმერ კახაძემ.

კანონპროექტების ინიციატორები პარლამენტის წევრები დიმიტრი ხუნდაძე და ვლადიმერ კახაძე არიან. კანონპროექტებს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები