„2008 წელს ჩვენი მცირე რესურსითაც შეგვეძლო რუსეთის შეჩერება, მაგრამ ეს ამერიკამ გააკეთა“

რეალობაა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს დაშინება უყვარს – ამის შესახებ მან CNN- თან ინტერვიუში განაცხადა, სადაც საუბრის მთავარი თემა „როგორ გავუმკლავდეთ პუტინს“ იყო. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს პუტინი ამერიკამ შეაჩერა და აუხსნა, რომ ზუსტად ეს იყო ხაზი, სადაც რუსეთი უნდა გაჩერებულიყო.
“ჩვენი მცირე რესურსებითაც შეგვეძლო ეს გაგვეკეთებინა, მაგრამ ამერიკამ პუტინს აუხსნა, რომ ზუსტად ეს იყო ის ხაზი, სადაც რუსეთი უნდა გაჩერებულიყო და პუტინი გაჩერდა იმ ხაზზე, სადაც გააჩერეს“, – განმარტა მიხეილ სააკაშვილმა.
ექსპრეზიდენტის თქმით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ევროპულმა ქვეყნებმა რუსეთს სანქციები დაუწესონ, თუნდაც მისგან გაზი არ შეიძინონ.
„ვფიქრობ, პუტინს ძალიან ბევრი უნახავს. ის ყოველთვის შედის კონფლიქტში ხან საქართველოსთან, ხან უკრაინასთან. მისი გამოსვლები ხშირად ასევე აშშ-ს მისამართით გამოთქმულ ბრალდებებსაც შეიცავს, თუმცა მან ვერ მოახერხა ჩემი მთავრობის ჩამოგდება, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საკმაოდ დიდი ძალებით შემოიჭრა. მას იმ მომენტში აშშ აღუდგა წინ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები