თბილისში ტექნიკის მაღაზია გაქურდეს

თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე, ტექნიკის მაღაზია “აიპლიუსი” გაქურდეს.

შემთხვევა დღეს, დილის 6 საათზე მოხდა.

როგორც სათვალთვალო კამერებში ჩანს, სავარაუდო დამნაშავეებმა მაღაზიის კარზე დამაგრებული სპეციალური მოწყობილობით გადაჭრეს.

“აიპლიუსის” წარმომადგენლის განცხადებით, წაღებულია დაახლოებით 10 მობილური ტელეფონი. მისივე თქმით, ჯერ ზარალი დათვლილი არ არის.

“როგორც ყოველთვის, გაიტანეს,  დაახლოებით, 10 ცალი აიფონი. საჩვენებელი მოდელები რაც იყო დახლზე, ყველაფერი გაიტანეს. ეს დაახლოებით მე-10 შემთხვევაა ჩვენს მაღაზიაზე, მე რასაც შევსწრებივარ. ამისთვის დავამონტაჟეთ სპეციალური ჟალუზები, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში ამანაც ვერ დაგვიცვა”, – ამბობს ანა ხუჯაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები