მივიღებთ თუ არა ანტისხეულების ანალიზის პასუხებით “მწვანე პასპორტს” – პასუხი აქტუალურ კითხვაზე

სოციალურ ქსელში უფრო და უფრო აქტუალური ხდება კითხვა – რატომ არ ანიჭებს პირს იუსტიციის სახლი “მწვანე სტატუსს” ანტისხეულების ანალიზის პასუხის საფუძველზე?

მითი, რომელიც სულ ახლახან, “მწვანე პასპორტის” კონცეფციის ამოქმედების დაანონსებიდან მალევე გავრცელდა, ტყუილია.

თქვენ არ მოგენიჭებათ “მწვანე სტატუსი” თუ ანტისხეულები ბუნებრივად გაქვთ ორგანიზმში. აღნიშნული სტატუსისთვის საჭიროა, იყოთ 2 დოზით ვაქცინირებული, ან გადატანილი გქონდეთ კლინიკურად დადასტურებული კორონავირუსი და გასული იყოს 14 დღე.

“კოვიდპასპორტის” სიკეთეებით სარგებლობას ასევე შეძლებთ 72-საათიანი PCR ტესტის ან 24-საათიანი სწრაფი ანტიგენ-ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაშიც, რომელიც აპლიკაციაში Georgia e-health და საიტზე covidpass.moh.gov.ge, საერთო ბაზაში ტესტის პასუხების ატვირთვისთანავე აისახება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები