“ყირიმი დე ფაქტო რუსული იყო, რეფერენდუმის შემდეგ რუსული დე იურე გახდა” – რა გეგმა აქვს ლუკაშენკოს

ბელორუსის ლიდერის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული 2014 წლის რეფერენდუმის შემდეგ დე ფაქტო და დე იურე რუსული გახდა.

ამის შესახებ მან რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

“ყველა ვხვდებოდით, რომ ყირიმი დე ფაქტო რუსული ყირიმია. რეფერენდუმის შემდეგ კი, ის რუსული დე იურე გახდა”, – განაცხადა მან.

ლუკაშენკომ ასევე ანექსირებულ ყირიმში ჩასვლის სურვილი გამოთქვა.

“ეს ჩემი ვიზიტია ყირიმში, რისი სრული უფლებაც მაქვს, არ აქვს მნიშვნელობა – ვისი პროტექტორატის თუ ხელმძღვანელობით და ვისიც უნდა იყოს ყირიმი. ის ჩემი ყირიმიც არის”, – აღნიშნა ბელორუსის ლიდერმა.

მან ასევე ყირიმში “ბელავიას” ფრენების განხორციელებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ “იქ ფრენებისთვის ხელები შებოჭილი არ გვაქვს”.

მისი თქმით, ნახევარკუნძულზე ბელორუსული სანატორიუმიც მდებარეობს, და “ბელავიას” მოქალაქეების გადაყვანა შეუძლია.

“ჩვენ გავფრინდებით იქ, როცა დაგვჭირდება. სამწუხაროდ, არა – უკრაინის გავლით. ორჯერ მეტის ფრენა მოგვიწევს, შესაძლოა, წრის გაკეთება”, – განაცხადა ლუკაშენკომ.

უკრაინამ ბელორუსთან ფრენები 26 მაისს შეაჩერა, მას შემდეგ, რაც მინსკში Ryanair-ის რეისის საგანგებო დაშვება მოხდა.

ლუკაშენკოს განცხადებას ანექსირებულ ყირიმში გამოეხმაურნენ.

როგორც დე ფაქტო ყირიმის უფროსმა, სერგეი აკსიონოვმა თქვა, “ყირიმელები სიამოვნებით მიიღებენ ბელორუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე გრიგორიევიჩ ლუკაშენკოს ყირიმის მიწაზე. ეს გადაწყვეტილება შეესაბამება ჩვენს ხალხებს შორის ძმური ურთიერთობების სულისკვეთებას, რაც ბელორუს-ყირიმის ურთიერთობებში არნახულ შესაძლებლობებს გახსნის”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები