პორტუგალია, „ომიკრონის“ შტამის აღმოჩენის გამო, საზღვრებზე კონტროლს ამკაცრებს

პორტუგალიაში დღეიდან ახალი კოვიდრეგულაციები შედის ძალაში. მთავრობამ სულ რამდენიმე კვირის წინ შეამსუბუქა შეზღუდვები ქვეყანაში შემსვლელი ვიზიტორებისთვის, თუმცა, „ომიკრონის“ შტამის აღმოჩენის გამო, ახალი რეგულაციების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.
1-ელი დეკემბრიდან, პორტუგალიაში შემომსვლელი ყველა პირი, მათ შორის, პორტუგალიის მოქალაქეები, იმუნიზაციის სერტიფიკატთან ერთად, ვალდებულნი არიან, წარადგინონ ბოლო 48 საათის მანძილზე აღებული „პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხები. შეზღუდვები ეხება ყველა პირს, რომელიც ქვეყანაში შესვლას გადაწყვეტს საჰაერო, საზღვაო ან სახმელეთო საზღვრის გავლით.
ქვეყანაში „ომიკრონის“ შტამის დაფიქსირების გამო, პრემიერმინისტრმა, ანტონიო კოსტამ საგანგებო რეჟიმი აამოქმედა, რომელიც 9 იანვრამდე გაგრძელდება.

https://www.euronews.com/2021/11/29/portugal-has-re-imposed-covid-19-travel-restrictions-could-other-eu-nations-do-the-same

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები