“ყველაფერს გავაკეთებ, რომ უკრაინა ჩვენი იყოს” – “უკრაინის მხრიდან აგრესიის შემთხვევაში”, ლუკაშენკო კრემლის მხარეს დადგება

ბელორუსის ლიდერის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ კიევი მტრულად მოიქცევა, მინსკი მოსკოვის მხარეს დაიკავებს.

ამის შესახებ მან “რია ნოვოსტი”-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„თუ რუსეთი უკრაინის მხრიდან აგრესიის წინაშე აღმოჩნდება, ჩვენ ყველაზე მჭიდრო კავშირში ვართ – ეკონომიკურად, იურიდიულად, პოლიტიკურად, ჩვენ ვიქნებით რუსეთთან. ეს არის მთავარი“, – განაცხადა მან.

ბელორუსის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის არასოდეს იქნება „ნაციონალისტური სიმთვრალის მხარეზე, რომელიც დღეს უკრაინაში ხდება“.

“ყველაფერს გავაკეთებ, რომ უკრაინა ჩვენი იყოს. ის ჩვენი უკრაინაა, ჩვენი ხალხი იქ არის. ეს არ არის ემოციები, ეს ჩემი მტკიცე რწმენაა”, – დასძინა მან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები