საქართველოში კორონავირუსს ბოლო 24 საათში 65 პაციენტი ემსხვერპლა
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 65 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამავე ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 4 459 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 3 957 ადამიანი გამოჯანმრთელდა.