საქართველოში კორონავირუსის 4 459 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 957 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 4 459 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 957 პაციენტი, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
მათივე ცნობით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა 65 პაციენტი.