დიდუბის რაიონის გამგეობა მოსასვენებელი სივრცეებისა და გამწვანებული ტერიტორიების მოწყობას განაგრძობს

დიდუბის რაიონის გამგეობა მოსასვენებელი სივრცეებისა და გამწვანებული ტერიტორიების მოწყობას განაგრძობს.
ამ ეტაპზე დიღმის მასივის მესამე კვარტლის 36-ე კორპუსის მიმდებარედ მოსასვენებელი სივრცე ეწყობა, სადაც გარე განათების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
მომზადებული პროექტის მიხედვით, მოეწყობა დეკორატიული ბილიკები, დაიდგმება საპარკე ინვენტარი. პატარებისთვის გასართობი ზონა გაკეთდება. გარდა ამისა, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, დაიგება რულონური ბალახი.
აღნიშნული სივრცის მოსაწყობად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 155 560 ლარია გამოყოფილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები