ლადო კახაძე: მუხლმოდრეკით გთხოვთ, აიცერით
“მოსახლეობას მივმართავ, მუხლმოდრეკით გთხოვთ, აიცერით”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლადო კახაძემ განაცხადა.
მანვე მოსახლეობას პირბადის ტარებისკენ მოუწოდა.
„მოსახლეობას მივმართავ, მუხლმოდრეკით გთხოვთ, აიცერით. მარტო აცრა კი არ არის მთავარი, ის ვალდებულებები შევასრულოთ, რომელიც ჩვენ ადმინისტრირებაში მექანიკურად დაგვეხმარება ამ ვირუსის არიდებაში – ეს არის ნიღაბი და ვატაროთ ის წესიერად. ნუ მოვერიდებით, ერთმანეთს მივუთითოთ, რომ ნიღაბი ვატაროთ. ნუ ვილაპარაკებთ ერთმანეთთან ძალიან ახლოს, პირისპირ. განზე ელაპარაკეთ და ძალიან ბევრიც ნუ შევიკრიბებით“, – განაცხადა კახაძემ.