„112“ გენერატორზე შეუფერხებლად მუშაობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი „112“ ავტომატურად გადადის გენერატორით კვებაზე – ამის შესახებ „კვირას“ „112“-ის პრესსამსახურში განუცხადეს.
„მსგავს შემთხვევაში ავტომატურად გადავდივართ გენერატორით კვებაზე და არც ერთი წუთით შეფერხება არ გვაქვს მუშაობაში “, – განაცხადეს „112“-ის პრესსამსახურში.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, მაგისტრალურ წყალსადენზე ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარების დროს, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ „თელასის“ კუთვნილი ორი ელექტროკაბელი დააზიანა.
„ამის გამო, 13:00 საათიდან გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ამ დროისთვის „თელასი“ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოებს ახორციელებს“, – ნათქვამია „თელასის“ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები