იაპონელმა მეცნიერებმა მაიმუნი აივ ინფექციისგან განკურნეს – ვაქცინას ადამიანებზეც გამოცდიან

იაპონიის ბიოსამედიცინო ინოვაციების, ჯანმრთელობისა და კვების ეროვნული ინსტიტუტის მკვლევართა ჯგუფის მიერ შექმნილმა, აივ ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინამ ვირუსი მაკაკებში დაამარცხა. გამოცემა NHK-ის ცნობით, მეცნიერებმა ვირუსისგან აცრილ მაიმუნებს აივ ვირუსი შეუყვანეს. თავდაპირველად, ვირუსი ორგანიზმში გავრცელდა, თუმცა, მალევე სიკვდილი დაიწყო. მეცნიერები პრეპარატის გამოცდას ადამიანებზეც გეგმავენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემით, 2019 წლის ბოლოსთვის მსოფლიოში 38 მილიონი აივ ინფიცირებული აღირიცხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები