სამხრეთ აფრიკაში ერთ დღეში “ომიკრონით” ინფიცირებულთა რიცხვი გაორმაგდა

სამხრეთ აფრიკაში ბოლო 24 საათის განმავლობაში “ომიკრონით” ინფიცირების შემთხვევები გაორმაგდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტი ავრცელებს.

მათი გათვლებით, ექიმებმა 30 ნოემბერს ქვეყანაში დაავადების 4373 ახალი შემთხვევა დააფიქსირეს მაშინ, როდესაც 29 ნოემბერს  2273 ინფიცირებული იყო.

სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსით ინფიცირების სულ 2 968 052 შემთხვევაა.

ამასთან, აღნიშნულია, რომ ბოლო ერთ დღეში გაზრდილია იმ პირთა რიცხვიც, რომლებმაც ვირუსზე ტესტის ჩაბარება მოისურვეს: გუშინ 42 664-მა ადამიანმა ჩააბარა ტესტი, ერთი დღით ადრე კი – 21 302-მა.

სამხრეთ აფრიკაში კოვიდ19-ის ახალი შტამი 11 ნოემბერს გამოავლინეს, სხვა კონტინენტებზე ინფექციის პირველი შემთხვევები 24 ნოემბერს დაფიქსირდა.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ახალი შტამი, რომელსაც ჯანმო-მ “ომიკრონის” სახელწოდება მიანიჭა, უფრო გადამდებია, ვიდრე – “დელტა” შტამი და  რა ზიანს აყენებს ის ორგანიზმს, ჯერ უცნობია.

ამ შტამისგან გარდაცვალების არცერთი შემთხვევა დადასტურებული არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები