დღეს გიგი უგულავას სასამართლო პროცესი გაიმართება
დღეს საქალაქო სასამართლოსთან აქციაზე დაკავებული გიგი უგულავას სასამართლო პროცესი გაიმართება.
ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მარნეულის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან თბილისში უკვე გადმოიყვანეს.
“გიგი უგულავას როგორც დაკავება, ასევე ორი დღის განმავლობაში მისი დატოვება მარნეულში დროებითი მოთავსების იზოლატორში არის აბსოლუტურად უკანონო და მიზნად ისახავს პოლიტიკურად აქტიური მოქალაქეების, პოლიტიკური ლიდერების დაშინების მცდელობას, რომ მათ არ მიიღონ მონაწილეობა სამომავლოდ ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციებში”, – თქვა ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა.
ცნობისთვის, უგულავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.